ფეხბურთი

21:12 | 11.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ჩიხურამ" "ვიტ ჯორჯია" დაამარცხა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურში "ჩიხურამ" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე "ვიტო ჯორჯია" მიიღო და 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი 69-ე წუთზე მიშიკო სარდალიშვილმა მიხეილ ერგემლიძის გადაცემის შემდეგ გაიტანა.

საჩხერელებმა სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს. სოსო ფრუიძის გუნდს 18 ქულა დაუგროვდა და მეხუთე ადგილზე იმყოფება, "ვიტ ჯორჯია" კი 11 ქულით მერვე პოზიციაზეა. "ჩიხურა" მომდევნო მატჩს 15 მაისს აუტსაიდერ "რუსთავთან" ჩაატარებს, ხოლო ვლადიმერ ხაჩიძის გუნდი 14 მაისს "სიონს" დაუპირისპირდება.

სტატისტიკა
0.225786