ფეხბურთი

22:44 | 11.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: „მინდა იტალიის ჩემპიონატი „ნაპოლისთან“ ერთად მოვიგო“

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ნეაპოლური პროექტი კვლავინდებურად აინტერესებს და შეეცდება გუნდთან ერთად სერია A მოიგოს.

„ნეაპოლში ერთი წელიწადი ვიმუშავე და სულ უფრო მეტად მხიბლავს აქაური პროექტი. კლუბს უნდა, რომ გაიზარდოს და დაიხვეწოს. წინააღმდეგი ვარ ფეხბურთელების შესაძენად ვალები აიღოს. თუმცა, გუნდის გაძლიერება მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული.

ვადასტურებ: აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ „ნაპოლისთან“ ერთად იტალიის ჩემპიონი გავხდე. დასასვენებლად არ მივსულვარ.“ - უთხრა აჩელოტიმ Il Roma-ს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ქვეყნის ჩემპიონი ორჯერ 1987 და 1990 წლებში ყოფილა, როცა იქ დიეგო მარადონა თამაშობდა.

0.110085