„ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს მიჩნია, რომ პრემიერლიგის ბოლო ტურში „ბრაიტონს“ ძალუძს ლიდერ „მანჩესტერ სიტის“ ქულები დააკარგვინოს.
„ყველა ფიქრობს, რომ ბოლო ტურში ჩვენ „ვულვერჰემპტონს“ მოვუგებთ, „სიტი“ კი სტუმრად „ბრაიტონს“ აუცილებლად დაამარცხებს. მაგრამ გაგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „ბრაიტონმა“ ერთხელ უკვე გაგვაკვირვა, როცა ლონდონში „არსენალს“ 1:1 ეთამაშა. ახლაც, როცა სანერვიულო და დასაკარგი აღარაფერი აქვთ, შეუძლიათ კარგი თამაში უჩვენონ. იციან, რომ დაცვაში მოუწევთ ჩადგომა, თუმცა ეს ფეხბურთია.
ჩვენ კი „ვულვზთან“ მატჩზე ვფიქრობთ. ჯერჯერობით, აქაც ყველაფერი გაურკვეველია.“ - უთხრა კლოპმა Goal-ს.
შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის ბოლო ტურის წინ, 95 ქულით გათამაშების ცხრილს „მანჩესტერ სიტი“ ლიდერობს, მეორე ადგილზე 94 ქულიანი „ლივერპულია.“
ბოლო, 37-ე ტური, კვირას, 12 მაისს გაიმართება და ყველა მატჩი ერთდროულად, თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება.