ფეხბურთი

18:23 | 11.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"სიონი" სახლის ფაქტორს კარგად იყენებს

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურის მეორე სათამაშო დღე ბოლნისში, „სიონისა“ და გორის „დილას“ მატჩით დაიწყო.

„სიონი“ მიმდინარე სეზონში ქულებს დიდწილად საკუთარ კედლებში აგროვებს (12 ქულა 17-დან) და ბუნებრივია, ახლაც გამარჯვება ჰქონდა დაგეგმილი, ხოლო გორის „დილა“ ჩინებული სერიის, ზედიზედ სამი მოგებით შეხვდა დღევანდელ დაპირისპირებას.

„თამაზ სტეფანიას“ სახელობის სტადიონზე საინტერესო და დაძაბული მატჩი გამოვიდა. „სიონი“ მე-18 წუთზე დავით კირტიკაძის გოლით დაწინაურდა, ბოლნისელთა შემტევი სტუმარმა მცველებმა საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დატოვეს და გოლის გატანა არ გასჭირვებია. „დილამ“ ტაიმის ბოლოს გაათანაბრა, მეტოქის შეცდომის ხარჯზე, რადგან „სიონმა“ ბურთი უწყინარ სიტუაციაში, მოედნის ცენტრში დაკარგა და სწრაფი კონტრშეტევა ალვინ ფორტესის ზუსტი დარტყმით დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში გორელები უკეთ ირჯებოდნენ და მეორე გოლის გატანას ლამობდნენ, მაგრამ საგოლე მომენტები ქარს გაატანეს და საბოლოოდ თავად გაუშვეს. „სიონმა“ ვილი ისიანის გოლით მოიგო (2:1), 17 ქულა დააგროვა და ამასობაში მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლა. „დილა“ 14 ქულით მეშვიდე საფეხურზე დარჩა.

„სიონი“ – „დილა“ 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 კირკიტაძე (18), 1:1 ფორტესი (44), 2:1 ისიანი (72)

Loading...
0.129161