ფეხბურთი

17:26 | 11.05.2019 | ნანახია 522 - ჯერ

პსჟ ბუფონს კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს

ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „პარი სენ ჟერმენს“ დატოვებს. როგორც Marca იტყობინება, პარიზული გუნდი 41 წლის კიპერთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ გეგმავს.

აღსანიშნავია ტომას ტუხელის კომენტარი, რომელიც გუშინ გააკეთა: „ამიერიდან მეკარის პოზიციაზე როტაციას აღარ მივმართავთ, ეს სხვაგან არსად ხდება“.

პსჟ-ში მიმდინარე სეზონში ხან ალფონს არეოლა თამაშობდა, ხანაც ბუფონი. ტუხელის განცხადება კი მიანიშნებს იმაზე, რომ ჯიჯის ადგილი გუნდში აღარაა. იტალიელს ფრანგულ გუნდთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება.

შეგახსენებთ, რომ ბუფონი პსჟ-ს ერთი წლის წინ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 23 მატჩში 21 გოლი გაუშვა. მანამდე „პარმასა“ და „იუვენტუსის“ კარს იცავდა, ხოლო იტალიის ნაკრებში 176 თამაშში 117 გოლი აქვს გაშვებული. ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჯიჯი - გააგრძელებს ფეხბურთის თამაშს სხვა გუნდში თუ კარიერას დაასრულებს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:34 | 11.05.2019
fidofido (3392)

რატო კაცო გააუმჯობესებდა შედეგებს ეხლა ცენტრიდა გაუშვებდა გოლებს ბუფონ თავს ძალით რატო იბანძებ უდიდესი მეკარე ხარ და წადი აუცილებელია სტადიონიდან გააგსვენონ

19:47 | 11.05.2019
RHP (3623)

წასვლა უნდა მიხვდე რა დროზე :დ

17:29 | 11.05.2019
KoRBeN DaLLaS (24842)

ეეჰ, ბლოკავენ "მალადოებს"

0.121161