ფეხბურთი

17:00 | 11.05.2019 | ნანახია 978 - ჯერ

"ბარსელონას" ფეხბურთელები მესის, სუარესისა და პიკეს პრივილეგირებული პოზიციით უკმაყოფილონი არიან

კატალონიის „ბარსელონას“ ფეხბურთელები ლიონელ მესის, ლუის სუარესისა და ჟერარ პიკეს პრივილეგირებული პოზიციის გამო უკმაყოფილონი არიან. Marca-ს ინფორმაციით, „ბარსას“ შიდა სამზრეულოში მოთამაშეთა უკმაყოფილო მდგომარეობა იზრდება.

მადრიდული წყაროს ცნობით, რამდენიმე ფეხბურთელი ერნესტო ვალერდეს მესისთან, სუარესთან და პიკესთან მეგობრული ურთიერთობის დამყარებას უწუნებს და მიიჩნევენ, რომ მათი ხელშეუხებლობა გუნდს ზიანს აყენებს. ჯერჯერობით აღნიშნულ საკითხზე თავად ესპანელ სპეციალისტს კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ ერნესტო ვალვერდე „ბარსელონას“ 2017 წლიდან ავარჯიშებს და ამ პერიოდში ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ხოლო თითოჯერ ესპანეთის თასი და სუპერთასი. ვალვერდეს ესპანეთის თასის მოგების შანსი 25 მაისს კიდევ ექნება, რადგან „ბარსა“ ფინალში „ვალენსიას“ დაუპირისპირება.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:09 | 11.05.2019
Mateus (: (356)

ეს მარკას გამოგონილი ამბავია.

ამ შემთხვევაში კი პირიქით არის. პიკემ აშკარა უკმაყოფილება გამოთქვა, როცა ვალვერდემ გადაწყვიტა გასვლით თამაშზე ნელი ტემპით ჩაექრო ლივერპულის ენერგია. ერთადერთი პიკე იყო, რომელიც შეეწინააღმდეგა და უთხრა, რომ ინგლისში ასე თამაში არ გამოვიდოდა.

ვალვერდეს არანაირი გამოცდილება არ გააჩნია ესპანეთის საზღვრებს გარეთ შემტევი გუნდის წინააღმდეგ თამაშის. ამიტომ იყო მარცხი რომასთან და განმეორდე ლივერპულთანაც.


იგივე აზრზე იყო ბუსკეტსიც, როცა არტურს ითხოვდა რაკიტიჩთან ერთად, მაგრამ ვალვერდემ ვიდალი დააყენა.

ასევე ფიქრობდა სუარესიც, რომ მალკომი უკეთესი იქნებოდა, რათა მისი სიჩქარეები გამოეყენებინათ.


მაგრამ ვალვერდემ ამაზეც უარი განაცხადა და მეგობრული კი არა, საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს ზემოთ ნახსენებ ფეხბურთელებთან.

23:02 | 11.05.2019
Javshana (3011)

ეგ კი არა გადაცემა როა ლიდერბეთის პოდკასტი კალატოზთან და ნიასთან ერთად ეგ ნია ბარსას ფანია და ძაან უკმაყოფილო და დაგრუზულია ბარსას წაგებით და სად ახლა მის საქართველო როა უკმაყოფილო და სად ესენი რომ კონკრეტულად გუნდელების პრიველიგიებზე რო არიან უკმაყოფილოები :დ

20:31 | 11.05.2019
fidofido (3392)

ეს სამი რო გამოაკლო დანარჩენები ლალიგაში გავლენ 3-4 ადგილზე ეგეც საკითხავია. საინტერსო ზაფხული უნდა იყოს ბარსასთვის იმედია კიდე არგაავსებენ გუნდს არა საჭირო ფეხბურთელებით. რისთვის იყიდეს მალკომი, ბოატენგი, რისთვის დააბრუნეს დენის სუარესი, რაფინია ალკანტარა და რამდენი კიდე სხვა. ან რისთვის გაუშვეს პაულინიო

19:46 | 11.05.2019
RHP (3623)

სარიც უთხრიათ

18:56 | 11.05.2019
mjgiri (8951)

ამას როგორ ბედავენ,მესი უფრო მეტია ვიდრე გუნდი,უფრო მეტი ვიდრე ბარსელონა

17:32 | 11.05.2019
KoRBeN DaLLaS (24842)

მესი უნიკალური ფეხბურთელია, სუარესი უნიკალური ცხრიანი, პიკე კი უნიკალური მცველი (ანიკოს აზრით )
ჰოდა, აბა ალენასთან და სემედუსთან ხო არ იძმაკაცებს ვალვერდე ?

0.139189