ფეხბურთი

15:11 | 11.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "უნდა გვჯეროდეს, რომ ბოლო წუთებში რაღაც სიგიჟეს გავაკეთებთ"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მიიჩნევს, რომ „ბრაიტონთან“ სეზონის გადამწყვეტ შეხვედრაში მისმა გუნდმა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს. ესპანელის განცხადებით, თუ გოლს სწრაფად ვერ გაიტანენ, უნდა სჯეროდეთ, რომ ამის გაკეთებას მატჩის ბოლო მოახერხებენ.

„კარგად უნდა ვითამაშოთ და ფსიქოლოგიურად ძლიერები უნდა ვიცოთ, რადგან ვიცით, რომ რთული მისია გვაკისრია. ჩვენს თამაშზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი. თუ თამაშის მსვლელობისას პრობლემა გვექნება, სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და ვიფიქროთ იმაზე, რომ ბოლო 5, 10 ან 15 წუთში რაღაც სიგიჟეს გავაკეთებთ. ვფიქრობ, „ბრაიტონი“ დაცვაში კომპაქტურად განლაგდება და კონტრშეტევებზე ითამაშებს, თუმცა, ჩვენ ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად ვართ“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „სიტი“ „ბრაიტონს“ 12 მაისს ესტუმრება. ბოლო ტურის წინ პრემიერლიგაში დაძაბული ვითარებაა, „ქალაქელები“ „ლივერპულს“ ერთადერთი ქულით უსწრებენ და ჩემპიონის ვინაობა კვირას გაირკვევა.

Loading...
სტატისტიკა
0.219128