ფეხბურთი

12:06 | 11.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგაზე ობამეიანგი გამოარჩიეს

ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას უეფას ვებგვერდი ავრცელებს.

გაბონელმა ფეხბუთელმა „ვალენსიასთან“ საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „მესტალიაზე“ ჰეთ-თრიქი შეასრულა და თავისი გუნდის ფინალში გასვლაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

შეგახსენებთ, „არსენალი“ 29 მაისს ფინალურ მატჩში თანაქალაქელ „ჩელსის“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120395