ფეხბურთი

0:56 | 11.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაიას შესანიშნავი საგოლე პასი ბოლო წუთზე (+VIDEO)

ბელგიის იუპილერ ლიგის საჩემპიონო ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვა გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას „გენტმა“. იეს თორუპის გუნდმა ლიეჟში, „სტანდარდი“ დრამატულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

„გენტი“ ორჯერ იგებდა, მაგრამ ლიეჟელებმა ორჯერვე გაათანაბრეს. თორუპმა თავის გამოჩენის შანსი ქვილითაიას 85-ე წუთზე მისცა და ქართველმაც ნდობა გაუმართლა. მსაჯის მიერ მეხუთე კომპენსირებული დრო მიმდინარეობდა, როდესაც გიორგიმ საჯარიმოში ძალიან კარგად ითამაშა და ჯონათან დავიდს ჩინებული პასი გაუკეთა. მასაც ისღა დარჩენოდა, რომ თავად დუბლი შეესრულებინა და გამარჯვების გოლიც გაეტანა.

რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, არ უთამაშია, რამდენიმე დღის ოპერაცია გაიკეთა და კარგა ხანს მოუწევს იძულებით უქმობა. „გენტს“ კი, საჩემპიონო ჯგუფში 29 ქულით ბოლო, მე-6 პოზიცია უკავია.

0.121967