ავტოსპორტი

17:15 | 10.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ფერარი“ ესპანეთში მოდიფიცირებული ძრავით იასპარეზებს

„ფერარი“ თავისი ძრავის პირველ მოდიფიცირებულ ვერსიას ესპანეთის დიდ პრიზზე გამოიყენებს. იტალიურ გუნდს პირვანდელი გეგმით, მეორე სპეციფიკაციის ძრავის გამოყენებას, პირველად კანადის დიდ პრიზზე გეგმავდა, მაგრამ გადაწყდა, რომ ეს ერთი თვით ადრე გაეკეთებინა.

მოდიფიცირებული ძრავის გარდა, „ფერარი“ ბარსელონას რბოლისთვის, თავის ტექნიკურ პარტნიორ „შელისგან“ ძრავის ახალ ზეთსაც მიიღებს. მარანელოელების აგრეგატი ყველაზე მძლავრია და ყველაზე მაღალი მომენტიც აქვს, მაგრამ დიდი რაოდენობით საწვავს მოიხმარს, რის გამოც, გუნდი რბოლისას ძრავის შესაძლებლობების სრულად გამოყენებას ვერ ახერხებს.

აღსანიშნავია, რომ ძრავის ახალი მოდიფიკაცია პირველმა „ჰონდამ“ გამოიყენა (ბაქოს რბოლაში). ამის მიზეზი გახდა ის, რომ იაპონურ კომპანიას, პირველი სპეციფიკაციის ძრავის გამძლეობასთან დაკავშირებით, პრობლემა ჰქონდა. „ფერარის“ შემთხვევაში კი ახალი ძრავის გეგმაზე ადრე გამოყენების მიზეზი კი შესაძლებლობების გაუმჯობესებაა.

მიმდინარე ჩემპიონატის პირველ ოთხ რბოლაში, დუბლით გამარჯვება „მერსედესმა“ მოიპოვა, რომელიც „ფერარის“ 74 ქულას უგებს. არადა სეზონის დაწყებამდე, ფავორიტად იტალიური გუნდი იყო მიჩნეული.

ახალი ძრავის გარდა, მარანელოელებს ბარსელონას რბოლისთვის, აეროდინამიკური სიახლეებიც აქვთ. „ამჟამად ჩემპიონატში უკან ვართ და რადაც უნდა დაგვიჯდეს, ლიდერებს უნდა დავეწიოთ. ამისთვის კი საჭიროა, რომ ავტომობილის დახვეწაა საჭირო, რასაც სეზონის განმავლობაში, დიდი მნიშვნელობა მიენჭება. აეროდინამიკური სიახლეები გვქონდა ბაქოში და გვექნება ბარსელონაში. ამასთან, განრიგზე ადრე გამოვიყენებთ ახალ ძრავს, რაც კანადისთვის გვქონდა დაგეგმილი“, - ამბობს გუნდის შეფი მატია ბინოტო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114253