ცნობილმა კოტ დივუარელმა ფეხბურთელმა იაი ტურემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. აღნიშნული ინფორმაცია აფრიკელი ნახევარმცველის აგენტმა დიმიტრი სელუკმა დაავრცელა.
„ფიზიკურად კიდევ 5 წელი ითამაშებდა, მაგრამ მივედით იმ მომეტში, როდესაც წერტილის დასმის დროს. მან გადაწყვიტა, რომ კარგ ფორმაში და ჩემპიონი წასულიყო ფეხბურთიდან. სამწვრთნელი კარიერას დაიწყებს და დაწმუნებული ვარ, კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს, ვიდრე ეს ფეხბურთელობისას შეძლო“, - თქვა სელუკმა.
შეგახსენებთ, რომ 35 წლის იაია ტურემ სახელი კატალონიის „ბარსელონასა“ და „მანჩესტერ სიტიში“ თამაშით გაითქვა. მოგებულიაქვს ჩემპიონთა ლიგა და სამჯერ ინგლისის პრემიერლიგა.
სხვადასხვა პერიოდში კი, ასევე პერეოსის „ოლიმპიაკოსის“, დონეცკის „მეტალურგის“, „ბევერენისა“ „მონაკოს“ ღირსებას იცავდა. მისი კარიერის ბოლო გუნდი კი „ოლიმპიაკოსი“ იყო.