ფეხბურთი

15:20 | 10.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარს განაჩენი გამოუტანეს

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი ნეიმარი 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ამის მიზეზი საფრანგეთის თასის ფინალში მოხდარი ინციდენტია.

მოგეხსენებათ, ნეიმარმა „რენთან“ წაგებული შეხვედრის შემდეგ გულშემატკივარს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღსანიშნავია, რომ დისკვალიფიკაცია ძალაში 13 მაისიდან შევა.

„2019 წლის 9 მაისს, გამართულ სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე განიხული იქნა 2019 წლის 27 აპრილს, საფრანგეთის თასის ფინალში მომხდარი ინციდენტი: ნეიმარი 3 მატჩით დისკვალიფიცირებულია. „რენი“ პიროტექნიკის გამოყენების გამო 23 ათასი ევროთი დაჯარიმდა, ხოლო პსჟ-ს ამავე მოტივით 35 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ნეიმარი მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ის ბოლო ორ მატჩს გამოტოვებს „დიჟონისა“ და „რეიმსის“ წინააღმდეგ და ასევე ვერ ითამაშებს დამდეგი სეზონის სასტარტო მატჩში, რომელსაც პსჟ საფრანგეთის სუპერთასზე „რენთან" გამართავს.

თეგებინეიმარიპსჟ
0.111731