ფეხბურთი

14:18 | 10.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

შოუ „მანჩესტერის“ სეზონის საუკეთესო მოთამაშეა

“მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი ლუკ შოუ 2018/19 წლების სეზონის გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, აღნიშნულ ინფორმაცის კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. მეორე ადგილზე ვიქტორ ლინდელეფი გავიდა, ხოლო მესამეზე - პოლ პოგბა.

„რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული ვარ, მაგრამ ამ ინდივიდუალურ მიღწევას მერჩივნმა გუნდური ტიტული მომეგო. ახლა ფოკუსი მომდევნო სეზონზე უნდა მოვახდინოთ“- განაცხადა შოუმ.

მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად შოუმ 40 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ყველაზე მეტჯერ, 4-ჯერ დავიდ დე ხეა გახდა (2014, 2015, 2016, 2018)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112665