გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის ორი შეხვედრა გაიმართა.
„ფილადელფიამ“ შინ „ტორონტო“ 1221:101 დაამარცხა და სერიის ანგარიში 3:3 გახადა. ფილადელფიელები პირველი პერიოდის ბოლოს დაწინარდნენ და მას შემდეგ კანადელები მდევრის როლში გახლდნენ. მატჩში ყველაზე მეტი 29 ქულა კავაი ლეონარდმა ჩააგდო, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა და 12 მოხსნაც ჰქონდა. „ფილადელფიაში“ 25 ქულით ბატლერი გამოირჩა, სიმონსს 21 ქულა ჰქონდა. გადამწყვეტი მეშვიდე შეხვედრა ტორონტოში 13 მაისს თბილისის დროით 03:00 საათზე გაიმართება.
„პორტლენდმა“ საკუთარ დარბაზში „დენვერს“ 119:108 მოუგო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა, - 3:3. პირველი პერიოდი დენვერელბმა 8 ქულით მოიგეს. მეორე პერიოდის შუიდან „პორტლენდმა“ წინ გასვლა მოახერხა და შემდეგ მეოთხედებში თავიანთი უპირატესობა უფრო გაამტკიცეს. ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედი დამიან ლილარდი (32 ქულა) და მაკალუმი (30 ქილა) გახლდათ. „დენვერში“ ნიკოლა იოკიჩი 29 ქულით, 12 მოხსნით და 8 პასით გამოირჩა. გადამწყეტი მეშვიდე შეხვედრა დენვერში 13 მაისს 03:00 საათზე დაიწყება.
„ფილადელფია“ – „ტორონტო“ 112:101 (29:21, 29:22, 29:24, 25:34)
https://www.youtube.com/watch?v=8Rm9QRi4YDU
„პორტლენდი“ – „დენვერი“ 119:108 (26:34, 32:20, 29:26, 32:28)
https://www.youtube.com/watch?v=fl4EdD3cMQQ