თამაშგარე

13:16 | 10.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

სპორტსმენისა და მომღერლის ტრფობა ამერიკულად

შეიძლება ამერიკაში უზომოდ პოპულარული სპორტის სახეობის - ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავის, რასელ უილსონის სახელი აქამდე არასოდეს გაგეგოთ, (არადა ამ ბიჭმა უკვე გვარიანად გათქვა სახელი) მაგრამ მისი ცოლის, განსაკუთრებულად პიპულარული მომღერლის, სიერას შესახებ კი წესით უნდა იცოდეთ.

სიერა ცხადია ფსევდონიმია, რომლის უკანაც იმალება ესპანური წარმოშობის ლამაზი ქალი, რომელმაც ჯერ კიდევ ორი წლის წინ უზომოდ და უსაშველოდ შეიყვარა ცნობილი სპორტსმენი და მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად წყვილის ქორწინება სულ ახლახანს მოხერხდა, ყველა აქამდეც ცოლ-ქმრად მოიხსენიებდა.

ამ წყვილის ტრფიალებაზე ოკეანისგაღმა ლეგენდები დადის და ჩვენც უნდა ვირწმუნოთ, რომ ამ ლეგენდების უკან ჭეშმარიტად შექსპირისეული გულშევარდნა დგას. სიერასა და რასელ უილსონს ამჟამად მხოლოდ ერთი ქალიშვილი ყავთ, რომელსაც სახელი დედამ შეურჩია და მისი ფსევდონიმის მსგავსი სახელი - სიენა დაარქვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114252