ფეხბურთი

9:06 | 10.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ემერი პირველი მწვრთნელია, ვინც ევროპა ლიგის ფინალში მეოთხედ მიიღებს მონაწილეობას

ლონდონის „არსენალმა,“ ევროპა ლიგის ნახევარფინალში "ვალენსია" ორი მატჩის ჯამში 7:3 (3:1, 4:2) დაამარცხა და ფინალში გავიდა. „მეთოფეთა“ მთავარი მწვრთნელისთვის, უნაი ემერისთვის, ეს ამ ტურნირის მეოთხე ფინალი იქნება. მანამდე მსგავსი ვერცერთ სპეციალისტს მოუხერხებია - გვამცნობს Squawka Football.

შეგახსენებთ, რომ ემერი ევროპა ლიგის გადამწყვეტ მატჩებში სამჯერ ზედიდეზედ მონაწილეობდა „სევილიასთან“ ერთად (2014, 2015, 2016) და სამივე შემთხვევაში გაიმარჯვა,

29 მაისს, ბაქოში, ტურნირის ფინალში, „არსენალი“ თანაქალაქელ „ჩელსის“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117776