მადრიდის „რეალსა“ და გერმანულ კომპანია Adidas-ს შორის თანამშრომლობა გრძელდება. როგორც „სამეფო კლუბის“ ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის, კონტრაქტი 8 წლის ვადით გახანგრძლივდა.
შედეგად, Adidas-ი „რეალს“ 2028 წლის ზაფხულამდე შემოსავს. განახლებული ხელშეკრულების თანახმად, მადრიდული გრანდი სეზონში 120 მილიონ ევროს, ხოლო კონტრაქტის ბოლომდე 960 მილიონ ევროს მიიღებს - თითქმის ერთი მილიარდი!
აქვე გეტყვით, რომ Adidas-ი და „რეალი“ 1998 წლიდან თანამშრომლობენ. მას შემდეგ, რაც „ბლანკოსის“ ტექნიკური სპონსორი გერმანული კომპანიაა, 6-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ოთხჯერ ევროპის სუპერთასი, 6-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, ხუთჯერ ესპანეთის სუპერთასი, ორჯერ კი ესპანეთის თასი.
29 ტიტული 21 წლის განმავლობაში, ხოლო 2028 წლამდე „რეალსა“ და Adidas-ს ტიტულების მოგება კიდევ არაერთხელ შეეძლებათ...