პოლონეთის ჩემპიონატის ექსტრაკლასას ოფიციალურმა ვებგვერდმა ქართველი ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე გაიხსენა. სოციალურ ქსელში პოლონური ლიგის ვებგვერდებზე 27 წლის ჩვენებურის მიერ ექსტრაკლასაში გატანილი 5 საუკეთესო გოლის ვიდეო განთავსდა.
მოგეხსენებათ, ძალამიძე პოლონეთში სხვადასხვა დროს, ლოძის „ვიძევის“, „იაგელონიასა“ და „გურნიკ ლეჩნას“ ღირსებას იცავდა. პოლონურ კარიერაში ნიკამ 123 თამაში ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 21 საგოლე პასი მიითვალა.
აქვე გეტყვით, რომ ძალამიძე ბოლოს კალინინიგრადის „ბალტიკაში“ თამაშობდა, მაგრამ მიმდინარე წლის დასაწყისიდან მოყოლებული უგუნდოდ იმყოფება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კაი მოქეიფის ტანზე კი ხარ”–ჩემსავით


ვარიანტები რომ გქონოდა ამდენ ხანს უკლუბოდ არ იქნებოდი
წონას მიხედე და მოიხოდები : ) კაია გამიხარდა
ეხლა რას თამაშობს გამოჩნდება, მაგრამ რატომღაც მე ძალიან გამიხარდა და ვისურვებ, ძველებურად ოღონდ ჭკვიანურად ათამაშდეს. წარმატებები და გულშემატკივარის გახარებები.