ფეხბურთი

0:12 | 10.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდო მესის დაუპირისპირდა: "თუ "ბარსა" იგებს მისი დამსახურებაა, თუ აგებს სხვების ბრალია - ეს უსამართლობაა"

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა რონალდო კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელ ლიონელ მესის აკრიტიკებს. ბრაზილიელი ვეტერანის განცხადებით, უსამართლობაა, როდესაც „ბლაუგრანას“ ყველა წარმატებას მხოლოდ მესის მიაწერენ, ხოლო წარუმატებლობაში მის ბრალეულობას ვერ ხედავენ.

„ბარსელონას“ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ როდესაც „ბარსა“ მარცხდება, ყოველთვის მესმის, რომ ეს ვალვერდეს ან კოუტინიოს ბრალია, თუმცა, არასდროს მესი დამნაშავე არაა. როცა, „ბარსელონა“ იმარჯვებს, მაშინ მხოლოდ მესის დამსახურებაა. ეს უზარმაზარი უსამართლობაა, როგორც ყველა ფეხბურთელებისთვის, ისე ტექნიკური პერსონალისთვის.

„ბარსელონამ“ პირველ თამაშში შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში „ლივერპულმა“ „ბარსა“ შეჭამა ინტენსივობით და თამაშის სურვილით“, - თქვა რონალდომ.

შეგახსენებთ, რონალდო „ბარსელონაში“ 1996-1997 წლების სეზონში თამაშობდა. „ბლაუგრანა“ კი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებას „ლივერპულთან“ სტუმრად განადგურების (0:4) შემდეგ გამოეთიშა.

0.115359