"შალკეს" ახალი მწვრთნელი დავიდ ვაგნერი გახდა. გერმანელი სპეციალისტი ბუნდესლიგის კლუბს მომდევნო სამი სეზონის განმავლობაში უხელმძღვანელებს. აღნიშნული ინფორმაცია გელზენკირხერთა ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ვაგნერმა სამწვრთნელო კარიერა "ჰოფენჰაიმის" 19-წლამდელთა გუნდში დაიწო, შემდეგ ამავე კლუბის 17-წლამდელთა გუნდსაც ედგა სათავეში. 2011-15 წლებში დავიდი "დორტმუნდის" სარეზერვო გუნდს ხელმძღვანელობდა, ბოლო ოთხი წელიწადი კი "ჰადერსფილდს" წვრთნიდა. გერმანელმა ინგლისური გუნდი პრემიერლიგაში გადაიყვანა, მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარში კი მხარეებს შორის კონტრაქტი გაწყდა.
"შალკემ" მიმდინარე სეზონში გერმანიის ჩემპიონატში ადგილის შენარჩუნება მოახერხა. გუნდი 32 ტურის შემდეგ მე-15 ადგილზე 31 ქულით იმყოფება და მე-16 ადგილზე მყოფ "შტუტგარტს" 7 ქულით უსწრებს.