ჩოგბურთი

21:15 | 9.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა კარიერაში 1200-ე მატჩი მოიგო (+VIDEO)

შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა მადრიდის მასტერსის მერვედფინალში გაელ მონფისი 6:0, 4:6, 7:6 დაამარცხა და მეოთხედფინალში დომინიკ ტიმს შეხვდება. ფედერერმა კარიერაში 1200-ე მატჩი მოიგო და გახდა მეორე ჩოგბურთელი ჯიმი კონორსის (1274) შემდეგ, რომელმაც 1200 ან მეტ მატჩში იმარჯვა.

ფედერერს მონფისთან მძიმე ბრძოლა გადახდა, რადგან პირველი სეტის იოლად მოგების შემდეგ, მეორე სეტში თამაში არ წაუვიდა, ორჯერ დაბრეიკდა და 4:6 წააგო. გადამწყვეტ სეტშიც დაბრეიკდა როჯერი (მეორე გეიმში 0:2), გაელს შანსი ჰქონდა საკუთარ მოწოდებებზე კარგად ეთამაშა და შემდეგი ეტაპის საგზურi მოიპოვებინა, თუმცა მეშვიდე გეიმზე დაბრეიკდა. მიუხედავად ფედერერის გააქტიურებისა, მე-12 გეიმში ფრანგს მეტოქის მოწოდებაზე მატჩ-პოინტი ორჯერ ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა და ტაი-ბრეიკში შვეცარიელმა გაელი იოლად დაამარცხა - 7:3.

მადრიდის მასტერსის სამგზის გამარჯვებული როჯერ ფედერერი მეოტხედფინალში ამავე ტურნირის წინა ორი წლის ფინალისტს დომინიკ ტიმს შეხვდება, რომელმაც ფაბიო ფონინი 6:4, 7:5 დაამარცხა. ურთიერთშეხვედრებში ტიმი ფედერერს 3:2 ამარცხებს, მათი ბოლო მატჩი კი მარტში ინდიანა უელსის მასტერსზე გაიმართა, სადაც ავსტრიელმა შვეიცარიელს აჯობა.

0.123997