ფეხბურთი

16:07 | 9.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვან დერ სარი: „ვფიქრობ, დე ლიგტი კარიერას ინგლისში ან ესპანეთში გააგრძელებს“

„აიაქსის“ გენერალურმა დირექტორმა, ედვინ ვან დერ სარმა, ჟურნალისტებს ამსტერდამული კლუბის ახალგაზრდა ვარსკვლავის, მატეის დე ლიგტის მომავლის შესახებ ესაუბრა.

„ვფიქრობ, დარჩენილი მატჩები ბოლო იქნება დე ლიგტის აიაქსურ კარიერაში. ვიმედოვნებ, ამაღლებული განწყობით დატოვებს კლუბს. ის „აიაქსში“ ბავშვობიდანაა, ახლა კი დიდ კლუბში გააგრძელებს თამაშს. ალბათ ინგლისში ან ესპანეთში წავა.“ - უთხრა ლეგენდარულმა მეკარემ Sky Sport Italia-ს.

გასულ თვეში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს დე ლიგტი „ბარსელონაში“ თავის მეგობარ ფრენკი დე იონგთან გადაბარგებას აპირებდა. მოგეხსენებათ, დე იონგმა კატალონიურ კლუბთან უკვე გააფორმა კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც, „აიაქსს“ სეზონის დამთავრებისთანავე დატოვებს.

თუმცა დე ლიგტის აგენტი, მინო რაიოლა, სხვაგვარად ფიქრობს. „მანჩესტერის,“ „იუვენტუსისა“ და „ბაიერნის“ ვარიანტებს ასახელებს, რომლებიც ფინანსურად უფრო მომგებიანი ყოფილა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112378