ჭიდაობა

15:44 | 9.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

თბილისში ვეტერანების ტურნირი გაიმართება

2019 წლის 8-13 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს მსოფლიოს ჩემპიონატს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ვეტერანებს შორის.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია იწყებს მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველი ვეტერანების განაცხადების მიღებას და ლიმიტირებული ქვოტის გათვალისწინებით შემადგენლობის შერჩევას.

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონ-პრიზიორი ვეტერანი მოჭიდავეები გამოვლინდებიან 5 ასაკობრივ ჯგუფში, 6-6 წონით კატეგორიაში. A დივიზიონში ხალიჩაზე 35-დან 40 წლამდე ვეტერანები გავლენ, B დივიზიონში - 41-45 წლის ყოფილი სპორტსმენები ჩაებმებიან მსოფლიო კონკურენციაში, C დივიზიონში - 46-50, D-ში - 51-55, ხოლო E-ში - 56-60 წლის ასაკის ვეტერანები.

რაც შეეხება წონით კატეგორიებს, უმსუბუქესი წონა იქნება 55-62 კგ. შემდეგი წონები კი ასე დაინომრა: 70 კგ, 78 კგ, 88 კგ, 100 კგ და 100-130 კგ.

0.116434