ფეხბურთი

3:59 | 9.05.2019 | ნანახია 0 - ჯერ

ედვინ ვან დერ სარი "აიაქსის" სამომავლო გეგმებზე...

ამსტერდამის „აიაქსის“ გენერალურმა დირექტორმა ედვინ ვან დერ სარმა „ტოტენჰემთან“ (2:3) მარცხის შემდეგ გუნდის მომავალზე ისაუბრა. ლეგენდარული მეკარის განცხადებით, ფრენკი დე იონგისთვის და მატის დე ლიხტისთვის ეს „აიაქსში“ განსაკუთრებული ტიტულის მოგების ბოლო შანსი იყო.

თუმცა, ედვინი იმედოვნებს, რომ სხვა წამყვანი ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის შენარჩუნებას შეძლებენ:

„ფრენკი დე იონგი უკვე „ბარსელონას“ ფეხბურთელია, დე ლიხტი კი შესაძლოა ინგლისში ან ესპანეთში წავიდეს. ვფიქრობ, ფეხბურთელებსაც სურთ რაღაცის მოგება. ალბათ, მათთვის ბოლო შანსი იყო განსაკუთრებული ტიტული მოეგოთ ჩვენი გუნდის შემადგენლობაში. მატისი 12 წლიდან აქაა და ვიმედოვნებ, რომ დიდი დასასრული იქნება.

ტენ ჰაგი? გვინდა, რომ მომავალ სეზონშიც შევინარჩუნოთ თავის პერსონალთან ერთად. წინააღმდეგ შემთხვევაში მე და მარკ ოვერმარსს შვებულების დროს ბევრი სამუშაო გვექნება (იღიმის - რედ). იმედია, ბევრ ფეხბურთელს არ გავყიდით, თუ არადა, ალტერნატივის მოძიება ჩვენს აკადემიაში მოგვიწევს და ამის რესურსი არსებობს. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ მხოლოდ ორ-სამ ფეხბურთელს გავყიდით“, - აღნიშნა ვან დერ სარმა.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:08 | 27.10.2018
პანტელეიმონი (4347)

გაიხარე ირაკლი ! ! !

12:59 | 27.10.2018
luka1977 (286)

stripslashes((strlen('http://www.ewfed.com/ewf-junioru23-weightlifting-championships-results-and-live-streaming.html')>0?'http://www.ewfed.com/ewf-junioru23-weightlifting-championships-results-and-live-streaming.html':'http://www.ewfed.com/ewf-junioru23-weightlifting-championships-results-and-live-streaming.html'))

12:58 | 27.10.2018
luka1977 (286)

ანასტასია გოტფრიდი მე 3 გავიდა 4 კაციდან. 105 კგ იწყება 3 წუთში.დავით ხეცურიანი გამოდის.

12:01 | 27.10.2018
KoRBeN DaLLaS (24842)

ავწიეთ ევროპა და ძირს აღარ ვაგდებთ
ბატონო ავტორო, აქ მცირე მედლებიც ითვლება და სულ რამდენი გვაქვს ? გასაგებია რომ წვრილმანებზე აღარ ვხურდავდებით, თუმცა მაინც...

23:22 | 26.10.2018
Zazae890 (102)

გენაცვალეთ

22:16 | 26.10.2018
geogoli (968)

გაიხარე ირაკლი, ყოჩაღ ძალოსნებო

20:28 | 26.10.2018
Sport With pleasure (4571)

გაიხარე :-bb

20:28 | 26.10.2018
Sport With pleasure (4571)

:-b

20:19 | 26.10.2018
shalvinio (1505)

გენაცვალე ირაკლი!!!
მუდამ გამარჯვებული გამყოფოს უფალმა საქართველოს სასახელოდ და სადიდებლად!!!

0.08111