ფეხბურთი

3:39 | 9.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

დე ლიხტი: "ვერავინ გაიგებს რა ხდება ჩვენს გულში"

ამსტერდამის „აიაქსის“ კაპიტანმა მატის დე ლიხტმა „ტოტენჰემთან“ (2:3) დრამატული მარცხის შემდეგ ისაუბრა. 19 წლის ჰოლანდიელის განცხადებით, ვერავინ მიხვდება რა ხდება მათ გულში, რადგან ასეთი წაგება ძალიან მტკივნეულია.

დე ლიხტის განცხადებით, „აიაქსმა“ ჰოლანდიის ჩემპიონატი უნდა მოიგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სეზონი უარყოფით იქნება:

„სიტყვები არ მაქვს, ეს ყველაფერი დაუჯერებელია. პირველ ნახევარში შესანიშნავი ფეხბურთი ვითამაშეთ და მეტოქე ჩვენი საჯარიმოდან შორს იმყოფებოდა. მეორე ნახევარში კი სიურპრიზი მოხდა. 2:2 ჩვენთვის დიდებული შედეგი იქნებოდა, მაგრამ შემდეგ არ ვიცი რა მოხდა, რა უნდა ვთქვა, წარმოუდგენელია. ფინალში თამაში დავიმსახურეთ. ასეთი მარცხი ძალიან მტკივნეულია, ფინალთან რა ახლოს ვიყავით და ბოლოს გამოვეთიშეთ. ვერავინ გაიგებს, როგორც ვგრძნობთ ახლა თავს.

ამიერიდან ჩემპიონატში ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, ორი ტური დარჩა და პსვ ეინდჰოვენთან თანაბარი ქულები გვაქვს. თუ ჰოლანდიის ჩემპიონები გავხდებით, კარგი სეზონი გამოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში - არა. ჩემპიონთა ლიგაზეც კარგად ვითამაშეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში მნიშვნელობა ჩემპიონობას აქვს. ამიტომაც, ახლა ერედივიზიე უნდა მოვიგოთ“, - აღნიშნა დე ლიხტმა.

შეგახსენებთ, რომ მატის დე ლიხტი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი გახდა. ამავე ეტაპზე გატანილი გოლით კი, რიგით მეოთხე ახალგაზრდა ფეხბურთელია.

0.123678