ფეხბურთი

3:20 | 9.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინო: "მადლობა ფეხბურთს ამ ემოციებისთვის"

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ „აიაქსთან“ ისტორიული (3:2) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. არგენტინელი სპეციალისტის განცხადებით, ეს დღეს მის კარიერაში საუკეთესოა.

პოჩეტინომ თავის ფეხბურთელებს გმირები უწოდა, ხოლო ლუკას მოურას - სუპერგმირი:

„პირველ ტაიმში ძალიან ცუდად ვითამაშეთ. მეტოქემ პირველივე შანსი გამოიყენა, ჩვენ კი შევქმენით საგოლე მომენტები, მაგრამ ვერ გავიტანეთ. მეორე ტაიმში კი გადაადგილებები მოვახდინე და მეტოქე ვაიძულეთ შეცდომები დაეშვა.

ეს ჩემს სამწვრთნელო კარიერაში წარმოუდგენელი დღეა. ახლაც რთულია ახსნა რა მოხდა, ემოციურია, სიგიჟეა, ფეხბურთის მადლობელი ვარ. ჩემი ფეხბურთელები გმირები არიან. მადლობა ყველას, ვისაც ჩვენი სჯეროდა, ჩვენ გვყვარს ფეხბურთი. ფინალში თამაში წარმოუდგენელია. ახლა დრო გვაქვს ზეიმისთვის და შემდეგ მოვემზადებით პრემიერლიგის ბოლო ტურისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის.

ლუკასი? ყველა ფეხბურთელი გმირია, მაგრამ ლუკას მოურა სუპეგმირია. ჰეთ-თრიქის შესრულება დაუჯერებელია, მან ეს დაიმსახურა, დიდებული ბიჭია“, - თქვა პოჩეტინომ.

შეგახსენებთ, „ტოტენჰემმა“ „აიაქსს“ 3:2 მოუგო მას შემდეგ, რაც ორბურთიანი სხვაობით აგებდა (ორი მატჩის ჯამში სამბურთიანი) და ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველად გავიდა, სადაც 1-ელ ივნისს, „ლივერპულს“ დაუპირისპირდება.

0.116325