ფეხბურთი

21:53 | 8.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

კოკორინსა და მამაევს განაჩენი გამოუტანეს

რუსეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელების, ალექსანდრ კოკორინისა და პაველ მამაევის განაჩენი ცნობილია. სასამართლომ ორივე მოთამაშე დამშაშავედ სცნო და პატირმობა ოფიციალურად მიუსაჯა.

Russian Football News-ი იტყობინება, რომ განაჩენის თანახმად, ფეხბურთელები გისოსებს მიღმა 18 და 19 თვეს გაატარებენ. კოკორინი და მამაევი მასობრივი ჩხუბისთვსი ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში დააპტიმრეს და სასჯელის მოხდა 2020 წლის ნოემბერ-დეკემბრამდე მოუწვეთ.

შეგახსენებთ, რომ „კრასნოდარისა“ და „ზენიტის“ ფეხბურთელებმა ერთ-ერთ კაფეში რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენელი სკამით სცემეს და მასთან ერთად თანმხლები პირებიც არ დაინდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112352