ფეხბურთი

21:18 | 8.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო "ბარსელონას" კარში მეოთხე გოლზე: "როგორც ბავშვები, მენტალიტეტის გარეშე"

პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟოზე მოურინიომ, რომელიც საფეხბურთო მიმომხილველად მუშაობს, „ბარსელონას“ კარში „ლივერპულის“ მეოთხე გოლის შესახებ ისაუბრა.

„განსაკუთრებულის“ განცხადებით, ასეთი გოლის გაშვება მხოლოდ ბავშვებს შეუძლიათ, რომელთაც თამაშის მენტალიტეტი არ აქვთ.

„ამ გოლს 14-15 წლის ბავშვების თამაშზე თუ ვნახავთ, ვიტყვით, რო ჩაეძინათ, ბავშვებს არ აქვთ ფეხბურთის თამაშის მენტალიტეტი. უნდა შეისწავლონ საფეხბურთო საფუძვლები. თუმცა, ჩვენ ახლა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებზე ვსაუბრობთ“, - განაცხადა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ 79-ე წუთზე დივოკ ორიჯმა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის პასით გაიტანა მას შემდეგ, რაც მასპინძლებმა კუთხური სწრაფად გაითამაშეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117634