ფეხბურთი

19:45 | 8.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

აზარის "რეალში" ტრანსფერი გართულდა

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველ ედენ აზარის მადრიდის „რეალში“ ტრანსფერი გართულდა. მეტიც, As-ი იტყობინება, რომ ბელგიელი ზაფხულში კლუბს არ შეიცვლის.

მას შემდეგ, რაც ფიფამ არ დააკმაყოფილა „ჩელსის“ საჩივარი სატრანსფერო ბანის გაუქმების შესახებ და აქედან გამომდინარე ნაკლებ სავარაუდოა, რომ ლონდონელები გუნდის ლიდერს შეელიონ.

მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს ორი ვარიანტი, რა შემთხვევაში აზარი შესაძლოა „ჩელსიდან“ წავიდეს. პირველი ის, რომ „ჩელსი“ სპორტულ საარბიტრაჟოს მიმართავს და თუ გაიმარჯვებს, აზარის ტრანსფერი რეალური გახდება, მეორე კი, მაურიციო სარი (თუ „ჩელსიში“ დარჩება) უკვე ნაყიდ კრისტიან პულიშიჩს სრულ ნდობას გამოუცხადებს და ჩათვლის, რომ ამერიკელს ბელგიელის უმტკივნეოლოდ შეცვლა შეუძლია.

საინტერესოა, რომ არცთუ დიდი ხნის წინ, მსგავს ვითარებაში მყოფმა მადრიდის „ატლეტიკომ“ ანტუან გრიზმანის გაყიდვაზე უარი თქვა, რადგან ფეხბურთელების დამატება აკრძალული ჰქონდა. ახლა „ჩელსიც“ ანალოგიურ მდგომარეობაში იმყოფება.

0.117788