ფეხბურთი

17:56 | 8.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლოვრენი კლოპის სამოტივაციო სიტყვებზე: "ეს იყო რაღაც განსაკუთრებული"

ინგლისური „ლივერპულის“ მცველმა დეიან ლოვრენმა იურგენ კლოპის სამოტივაციო სიტყვაზე ისაუბრა, რომელიც „ბარსელონასთან“ მატჩამდე გერმანელმა გასახდელში წარმოთქვა.

ხორვატი ფეხბურთელის განცხადებით, ეს იყო განსაკუთრებული სიტყვები, რომელიც მანამდე არ მოუსმენია.

„კლოპმა მატჩამდე მოტივაცია მოგვცა, ეს იყო რაღაც განსაკუთრებული, რამაც ფრთები შეგვასხა. მჯერა! ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება! ეს იყო რაღაც, რაცმანამდე არ მომისმენია, რაღაც განსაკუთრებული. მან გვითხრა: ბიჭები, მჯერა. თუნდაც საწყის 20 წუთში ვერ გავიტანოთ ერთი ან ორი გოლი, 65-, 66-ე და 67-ე წუთებზე შეგვიძლია შევცვალოთ ანგარიში და მერე „ენფილდი“ დაგვეხმარება. მერწმუნეთ, ბიჭებო! ჩვენ ეს ერთხელ უკვე გავაკეთეთ „დორტმუნდის“ წინააღმდეგ (2016 წელს - ავტ), ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება“, - ციტირებს ლოვრენის სიტყვებს TalkSPORT-ი.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ „ბარსელონას“ სამბურთიანი უპირატესობა აღმოუფხვრა, ორი მატჩის ჯამში 4:3 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10536