ფეხბურთი

17:26 | 8.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსის" სატრანსფერო ბანი არ მოუხსნეს

ლონდონის „ჩელსიმ“ სააპელაციო სასამართლოში საქმე წააგო და ფიფას სანქცია ტრანსფერების დაბლოკვასთან დაკავშირებით ძალაში დარჩა.

მოგეხსენებათ, „არისტოკრატებს“ მომდევნო ორი სატრანსფერო პერიოდში ფეხბურთელების შეძენა აუკრძალეს და ლონდონურმა გუნდმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, მაგრამ უშედეგოდ. შესაბამისად, „ჩელსი“ დამდეგ ზაფხულსა და ზამთარში ფეხბურთელებს ვერ იყიდის. სანქცია არ ეხება 16-წლამდე ფეხბურთელებს, ქალთა და ფუტსალის გუნდებს.

შეგახსენებთ, რომ ლონდონური გუნდი ფიფამ ფეხბურთელების რეგისტრაციის წესების დარღვევის გამო დასაჯა.

თეგებიჩელსი
0.114278