„ლივერპულის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ჟერარ ულიე, ჟურნალისტებს „წითლების“ „ბარსელონას“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში შესანიშნავი თამაშის (4:0) შესახებ ესაუბრა.
„არ ვიცი რატომ, მაგრამ თავიდანვე ვფიქრობდი, რომ „ლივერპული“ ფინალში გავიდოდა. პირველ მატჩში, ბარსელონაში მათ არ გაუმართლათ. მაგრამ ამ გუნდს აქვს რაღაც, რაც მათ განუმეორებელს ხდის.
როცა „ენფილდზე“ პირველი გოლი გაიტანეს, უკვე ვიცოდი, რომ ისინი ფინალში იყვნენ. მასპინძელთა განსაკუთრებულობამ „ბარსელონა“ შეაშინა. მეთხე გოლის შემდეგ კი კატალონიელები საკუთარ თავს აღარ ჰგავდნენ.“ - უთხრა ულიემ talkSPORT-ს.