Yahoo-ს ცნობით, „ლეიკერსის“ მთავარი მწვრთნელი 42 წლის ტაირონ ლუ გახდება. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები რამდენიმე თვეა მოლაპარაკებებს აწარმოებენ და სამწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ. ეს ყველაფერი კი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
ლუ აქამდე მთავარი მწვრთნელის რანგში 2002-2015 წლებში „კლივლენდ კავალიერსს“ წრთვნიდა. 2015 წელს კი გუნდთან ერთად ნბა-ს ჩემპიონი გახდა.