„ლივერპული“ „ბარსლეონას“ (4:0) მატჩის შემდეგ, შეხვედრის ერთ-ერთმა გმირმა ჯორჯინიო ვეინალდუმმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მატჩის დასაწყისამდე სწამდა,რომ ფინალში გასვლა შეეძლო.
„ეს ყველაფერი წარმოუდგენელია. ჩვენ 4:0 მოვიგეთ და ფინალში გავედით. ბევრმა თქვა, რომ ჩვენ ამის გაკეთება არ შეგვეძლო, მაგრამ ოთხი გოლი გავიტანათ, ისე რომ კარი მშრალად შევინახეთ. ძალიან ემოციურია, ხედავთ რა ხდება, რამხელა ზეიმია.
ჩვენ მატჩის დასაწყისიდანვე გვწამდა, რომ ეს შეგვეძლო. მწვრთნელს და ფეხბურთელებს გვჯეროდა, რომ ჩვენ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით. პირველი მატჩის შემდეგ ძაილიან გაბრაზებული ვიყავი, კლოპმა მითხრა, რომ მე მათი საიდუმლო იარაღი ვიყავი. მიხარია, რომ გუნდს დავეხმარე და ორი გოლი გავიტანე“ - განაცხადა ვეინალდუმმა.
ვეინალდუმი მოედანზე 45-ე წუთზე გამოვიდა და 54-ე, 56-ე წუთებზე გოლები გაიტანა და გუნდი ფინალში გაიყვანა, სადაც „აიაქსი“ „ტოტენჰემის“ გამარჯვებულს შეხვდება.