კატალონიის „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე მიიჩნევს, რომ ასეთ წაგებას ახსნა და საბაბი არ გააჩნია. ესპანელმა სპეციალისტმა „ლივერპულს“ ფინალში გასვლაც მიულოცა.
„ასეთი წაგების შემდეგ არანაირი საბაბი არ არსებობს. არ ვიცი, როგორც ავხსნა ეს შედეგი, ყველა ჩვენგანმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომელიც გვაკისრია. მსგავსი რამ გასულ წელსაც დაგვემართა და ახლა კიდევ ერთხელ გამეორდა. მეორე ტაიმის დასაწყისში გაშვებული ორი გოლი გადამწყვეტი იყო, ჩვენ კი გატანა ვერ მოვახერხეთ. ეს საშინელი შედეგია ჩვენთვის და ჩვენი გულშემატკივრებისთვის, მაგრამ არ შემიძლია არ მივულოცო „ლივერპულს“.
მეოთხე გოლი? როდესაც დავინახე, რომ გოლი გავიდა, ვერ ავხსენი რა მოხდა. ყურადღება სხვა რამეზე გავამახვილეთ და მოულოდნელი გოლი გავუშვით. ყველა შემთხვევაში „ლივერპული“ ძალიან ძლიერი გუნდია“, - აღნიშნა ვალვერდემ.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც „ბარსელონას“ ერნესტო ვალვერდე ავარჯიშებს, ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას სამბურთიანი უპირატესობის განიავებით ასრულებს. წელს „ლივერპულთან“ (3:0, 0:4), ხოლო შარშან იგივე იტალიურ „რომასთანაც“ დაემართა (4:1, 0:3).