ჟოზე მოურინიომ იურგენ კლოპის მისამართით კომპლიმენტები არ დაიშურა. პორტუგალიელი სპეციალისტის განცხადებით, „ბარსელონასთან“ (3:0) გამარჯვება გერმანელი მწვრთნელის დამსახურებაა.
„ამ ქამ-ბექს ერთადერთი სახელი აქვს: იურგენი. ამას არანაირი საერთო არ აქვს ტაქტიკასთან, ფილოსოფიასთან. უბრალოდ, ეს იყო გულის, სულის დემონსტრაცია, რომელიც შექმნა თავის ფეხბურთელების ჯგუფში. „ლივერპული“ რისკის ქვეშ იყო, რომ ფანტასტიკური სეზონი ზეიმის გარეშე დაესრულებინა, მაგრამ ახლა ერთ ნაბიჯშია ევროპულ ტრიუმფთან.
იურგენმა ეს დაიმსახურა. „ლივერპული“ არასდროს ნებდება, მებრძოლი სული აქვს, ყველა ფეხბურთელი ბოლომდე იხარჯება. კლოპი არასდროს წუწუნებს იმაზე, რომ ფეხბურთელები აკლია ან სეზონში 50-60 თამაშის გამო. სხვა ჩემპიონატებში სხვები ყოველთვის წუწუნებენ, რომ ბევრი მატჩის ჩატარება უწევთ, რეალურად 30-35 თამაში... დღევანდელი გამარჯვება იურგენის მენტალიტეტის დამსახურებაა“, - თქვა მოურინიომ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ჟოზე სხვა აზრზე იყო და განაცხადა, რომ კლოპის „ლივერპულში“ 3.5 წელი ტიტული არ ჰქონდა მოგებული. თუმცა, როგორც ჩანს, პორტუგალიელმა მოსაზრება შეიცვალა.
აქვე გეტყვით, რომ „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 1-ელ ივნისს, ამსტერდამის „აიაქსისა“ და „ტოტენჰემის“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ავოე ჯოზეე ცარიელი ტაქტიკით ვერაფერს მოიგებ თუ ფეხბურთელები ფსიქოლოგიურადაც არ განაწყე - ავტობუსების ჩაყენების შენი ტაქწტიკა არ გაიშვას - სპორტში რომ ფსიქოლოგიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეგ დიდიხანია უკვე ცნობილია
ძლივს ყოჩაღ ჟოზე მარა ამას ბარსელონა ისე ეზიზღება არ გამიკვირდა ეს რო თქვაა
ეს არის ნამდვილი, ჭეშმარიტი ფეხბურთის ზეიმი, სადაც დამსახურებულად დამსახურებული გუნდები იმარჯვებენ, გადიან და არა ძალით გათრეული "რეალი" , რომელიც აუცილებლად ან "ბაიერნს ან "ბარსა"ს უდა შეხვდეს. ბოლოს და ბოლოს სამართალმა პური სჭამა, ეღირსათ ფეხბურთის ნამდვილ გულშემატკივრებს და ნამდვილი ფეხბურთი იხილეს, ხოლო "რეალის" და მისნაირი გუნდების ვაი- გულშემატკივრები ალბათ გულზე სკდებიან, მათი კორუმპირებული გუნდები და აგრესიული, ბოღმიანი, გულღრძო, "კასტალომი", გლადიატორი, თავხედი და თავგასული მილიონერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდები რომ ვერ იხილეს არენაზე, რას იზავ, ხანდახან ჭეშმარიტი ფეხბურთი და ფეხბურთელები, სუფთა სპორტიც ზეიმობს. ვუსურვებ ლივერპურსაც და ალბათ აიაქსაც, წარმატებებს, სადაც მოსყიდვებს, მსაჯებს და სხვა ათასნაირ მამაძაღლობებს ადგილი არა აქვს. დაე გაიმარჯვოს ღირსეულმა და ეს იქნება ფეხბურთის დიდი გამარჯვება .....ზაზა
რეალს რატო კბენ ვერ გავიგე - სხვათაშორის რეალის მაშინდელი ლიდერი ყველგან ლიდერი იყო და დღესაც ფაქტიურად ესეა მესისგან განსხვავებით