ფეხბურთი

2:48 | 8.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიული ქამ-ბექი მოულოდნელი გმირებით

„ლივერპულისთვის“ ოცნების საღამო და „ბარსელონასთვის“ - კოშმარი. „წითლების“ ისტორიულ ქამ-ბექს ორი მთავარი და მოულოდნელი გმირი ჰყავდა: ჯორჯინიო ვეინალდუმი და დივოკ ორიჯი. ფეხბურთელები, რომლებმაც დუბლის შესრულება მოახერხეს.

ბელგიელმა თავდამსხმელმა „ლივერპულს“ რობერტო ფირმინოს დანაკლისი საერთოდ არ დაატყო და ანგარიში თამაშის დაწყებიდან 6 წუთისა და 26 წამის თავზე გახსნა. ეს არის, ყველაზე სწრაფი გოლი, რომელიც „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგაზე გაუშვა მას შემდეგ, რაც ედინ ჯეკომ გაუტანა (5 წუთი და 38 წამი) 2018 წლის აპრილში, როდესაც „ბარსას“ „რომამ“ შემოუბრუნა სამბურთიანი უპირატესობა.

ორიჯიმ ესპანური გრანდის რბევას წერტილი დაუსვა, როდესაც ფორვარდისთვის დამახასიათებელი ინსტიქტი გამოავლინა. მოკლედ, ბელგიელს დაუვიწყარი საღამო ჰქონდა.

ზუსტად იგივე ითქმის ვეინალდუმზე - დაუჯერებელი საღამო. ჰოლანდიელი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა და გადამწყვეტი როლი ითამაშა ქამ-ბექში შესრულებული დუბლით. ვეინალდუმი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მატჩში „ბარსელონასთან“ ცვლილებაზე შევიდა და ორი გოლი გაიტანა.

სალაჰისა და ფირმინოს გარეშე კლოპმა იცის, როგორც იპოვოს თავისი ტუზები...

0.124182