ფეხბურთი

0:20 | 8.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

სეზონის საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი: პრემიერლიგაში ნომინანტები ცნობილია

ინგლისის პრემიერლიგაში 2018-2018 წლების საუკეთესო ფეხბურთელისა და მწვრთნელის ნომინანტები გაირკვა. პრემიერლიგის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელისთვის 7 მოთამაშე იბრძოლებს.

ნომინანტები „ლივერპულიდა“ და „მანჩესტერ სიტიდან“ არიან, თუმცა არის გამონაკლისიც ლონდონის „ჩელსის“ სახით:

სერხიო აგუერო („სიტი“), ედენ აზარი („ჩელსი“), სადიო მანე („ლივერპული“), მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“), ბერნარდო სილვა („სიტი“), რაჰიმ სტერლინგი („სიტი“), ვირჯილ ვან დეიკი („ლივერპული“)

საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის კი ოთხი სპეციალისტი იბრძოლებს:

ნუნუ ესპირიტუ სანტუ („ვულვზი“), პეპ გვარდიოლა („სიტი“), იურგენ კლოპი („ლივერპული“), მაურისიო პოჩეტინო („ტოტენჰემი“)

და ბოლოს, გეტყვით, რომ საუკეთესო ფეხბურთელი მწვრთნელი, გულშემატკივრების, პრემიერლიგის გუნდების კაპიტნებისა და საფეხბურთო ექსპერტების გამოკითხვის შედეგად გამოვლინდება.

0.11922