ფეხბურთი

22:45 | 7.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ხარაიშვილი - ზედიზედ მეორედ ტურის სიმბოლურში (+VIDEO)

შვედური „გიოტებორგის“ ქართველი ლიდერი გიორგი ხარაიშვილი შვედეთის ალსვენსკანის მე-7 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

გასულ უიქ-ენდზე ჩვენებურის თამაში Sofascore.com-მა გამოარჩია. საინტერესოა, რომ გიორგი ზედიზედ მეორედ მოხვდა შვედეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში. გასულ ტურში ხარაიშვილის „გიოტებორგმა“ სტუმრად „სირიუსი“ 4:2 დაამარცხა, ხოლო ჩვენებურმა გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც მიითვალა.

საინტერესოა, რომ ქართველი ნახევარმცველი მიჯრით ორი ტურია ერთ თამაშში გოლსაც იტანს და საგოლე გადაცემასაც აკეთებს.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში 22 წლის შემტევის აქტივში 6 ჩატარებულ მატჩში 2 გოლი და 3 საგოლე პასია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11206