ფეხბურთი

21:15 | 7.05.2019 | ნანახია 0 - ჯერ

"მანჩესტერი" დიბალაში 100 მილიონს იხდის

"მანჩესტერ იუნაიტედმა" "იუვენტუსთან" პაულო დიბალას ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო, აღნიშნულ ინფორმაციას Calcio Mercato ავრცლებს. წყაროს ცნობით, მანჩესტერელებმა ტურინელებს არგენტინელში 100 მილიონი ევრო შესთავაზეს.

ერთი თვის წინ იტლიურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ დიბალა "იუვენტუსს" დატოვებდა და მაშინ იყო საუბარი, რომ რომელიღაც ევროპული გუნდი 100 მილიონს იხდიდა, რაზეც ტურინელები თანახმანი არიან.

მიმდინარე სეზონში დიბალამ ყველა ტურნირზე ერთად 39 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. პაულო 2015 წელს "პალერმოდან" "იუვენტუსში" 40 მილიონ ევროდ გადავიდა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:16 | 26.03.2016
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

მართლაც, ცუდი დროება უდგას ვალენსიას.

23:32 | 25.03.2016
arturi-baierni (24493)

ნევილს რატო არ აგდებენ ეგ ვითომ ცოდნე გარედან კი ექსპერტობდა და შიგნით კი ჩაისვარა

0.078927