მადრიდის მასტერსის 1/16-ფინალში მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ამერიკელი ტეილორ ფრიცი 6:4, 6:2 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 5 წუთს გაგრძელდა.
ნოლემ სამი შესაძლებლობიდან სამივე ბრეიკად აქცია, ტეილორს კი ბრეიკის მხოლოდ ერთი შანსი ჰქოდნა და ისიც ვერ გამოიყენა.
ნოვაკი 1/8-ფინალში შვარცმანი-შარდის გამარჯვებულს შეხვდება.
მადრიდის მასტერსის საპრიზო ფონდი 6.5 მილიონ ევროს შეადგენს. ტურნირი ყველაზე მეტჯერ, ხუთჯერ რაფაელ ნადალს აქვს მოგებული (2005, 2010, 2013, 2014, 2017).