იტალიური „მილანის“ ნახევარმცველ ლუკას პაკეტასთვის მიმდინარე სეზონი ოფიციალურად დასრულდა. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ბრაზილიელ შემტევს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა და ეს ნიშნავს, რომ მისთვის შვებულება უკვე დაიწყო.
„ბოლონიასთან“ 74-ე წუთზე მსაჯის გადაწყვეტილებით გაღიზიანებული პაკეტა მას ხელით შეეხო და დაუყოვნებლივ წითელი ბარათით დაისაჯა. აღნიშნული ქმედება კი, 3 თამაშის გამოტოვებით დაუჯდება.
„მილანს“ მიმდინარე სეზონში მეტი მატჩი არც აქვს ჩასატარებელი და მომდევნო სეზონამდე უქმობა მოუწევს. შეგახსენებთ, რომ პაკეტა „როსონერის“ იანვარში შეუერთდა და 14 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა.