„მანჩესტერ სიტიმ“ „პრესტონ სიტის“ მე-19 საუკუნეში მიღწეული შედეგი გაიმეორა. „ქალაქელებმა“ პრემიერლიგის 37-ე ტურში „ლესტერს“ (1:0) მოუგეს და 1890 წლის შემდეგ პირველი გუნდი ინგლისის ჩემპიონატში, რომელმაც ერთ სეზონში ყველა მეტოქე მინიმუმ ერთხელ მაინც დაამარცხა.
„სიტის“ „ლესტერთან“ პირველ წრეში წაგებული ჰქონდა, მაგრამ რადგან მეორე წრეში დაამარცხა, გამოვიდა, რომ დანარჩენი 19 გუნდი მიმდინარე სეზონში ერთხელ მაინც დაამარცხა.
ბოლოს მსგავს შედეგს „პრესტონმა“ მიაღწია, რომელმაც 1888-1889 და 1889-1890 წლების სეზონში მიჯრით ორჯერ მოახერხა ყველა მეტოქის მინიმუმ ერთხელ დამარცხება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გვარდიოლას მანქანა. თვითონ პეპს რო არ მიექარა ტოტენჰემის პირველ თამაშში და დეგენერატი მაჰრეზი არ დაეყენებინა და დე ბრუინი დაეყენებინა თავის ადგილას და ბერნანდო წაეყვანა ახლა ბარსა-სიტის მივიღებდით ფინალში, მარა საკუთარ თავს დააბრალოს, ინგლისური ტრიპლი დადე და გეპატიება ეგ მიქარვა :P