ფეხბურთი

16:54 | 7.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ზალცბურგი" ავსტრიის ჩემპიონია

ავსტრიის ტიპიკო ბუნდესლიგის 29-ე ტურში „ზალცბურგმა“ ვენაში, „აუსტრია“ 2:1 დაამარცხა და სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ჩემპიონის ტიტული ოფიციალურად გაიფორმა.

„რედ ბული“ უახლოესი მდევარისთვის, „ლასკ ლინცისთვის“ მიუწვდომელი გახდა. ეს ისტორიაში მე-13 ჩემპიონობაა „ზალცბურგისთვის“ და მათ შორის, 6-ჯერ ზედიზედ მოიგო საკუთარი ქვეყნის პირველობა.

„ზალბურგი“ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში (მეოთხე საკვალიფიკაციო ეტაპი ითამაშებს) და წარმატების შემთხვევაში ჯგუფურ ეტაპზეც ითამაშებს, რასაც 1994-1995 წლების სეზონიდან მოყოლებული ვერაფრით ახერხებს.

თეგებიზალცბურგი
0.122269