ფეხბურთი

15:46 | 7.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვარდი აპრილის პრემიერლიგაში საუკეთესოა

„ლესტერის“ შემტევი, ჯეიმი ვარდი, ინგლისური პრემიერლიგის აპრილის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - წერია ლიგის ოფიციალურ „ტვიტერზე.“

გასულ თვეში, 32 წლის ვარდიმ ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლი გაიტანა. დუბლი შეასრულა „ჰადერსფილდთან“ (4:1) და „არსენალთან (3:0), ერთი ბურთიც „ვესტ ჰემს“ (2:2) გაუტანა. სულ, მიმდინარე სეზონის 33 მატჩში, ვარდიმ 18 ბურთი შეაგდო და 4-ჯერ საგოლედ უპასა.

გამოკითხვაში მან ედენ აზარს (“ჩელსი“), ჯორდან ჰენდერსონს, მოჰამედ სალაჰს (ორივე - „ლივერპული“), ემერიკ ლაპორტას („სიტი“), შეინ ლონგს („საუთჰემპტონი“), აიოს პერესსა („ნიუკასლი“) და კრის ვუდს („ბარნლი“) აჯობა.

0.114569