„მანჩესტერ სიტის“ დამრიგებელი, ხოსეპ გვარდიოლა, პრემიერლიგის მაისის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. ამის შესახებ „ქალაქელების“ ოფიციალური „ტვიტერი“ წერს.
გამოკითხვაში, რომელიც ინტერნეტ-მომხმარებლებს შორის ჩატარდა, მანჩესტერელთა მწვრთნელმა იურგენ კლოპს („ლივერპული“), სქოთ პარკერსა („ფულემი“) და ნუნუ ეშპირიტუ სანტუს („ვულვზი“) აჯობა.
აპრილში „სიტიმ“ პრემიერლიგაში ხუთი მატჩი გამართა და ხუთივე მოიგო: „კარდიფთან“ - 2:0, „კრისტალ პალასთან“ – 3:1, „ტოტენჰემთან“ – 1:0, „მანჩესტერთან“ – 2:0 და „ბარნლისთან“ – 1:0.
მიმდინარე პრემიერლიგის დამთავრებამდე ერთი ტურით ადრე, „სიტი“ 95 ქულით ლიდერობს გათამაშების ცხრილს. ბოლო შეხვედრას კი 12 მაისს გამართავს „ბრაიტონთან“ სტუმრად.