„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა, ნეიმარმა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს - გვამცნობს ესპანური Don Balon. გამოცემის მტკიცებით, ბრაზილიელის შეძენით „მანჩესტერ სიტი“ ყოფილა დაინტერესებული და მასში 150 მილიონ ევროს, პლუს კიდევ ერთ თავის ფეხბურთელს ბენჟამინ მენდის ან გაბრიელ ჟეზუსს სთავაზობს.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი პარიზულ კლუბში 2017 წლის ზაფხულში გადავიდა „ბარსელონადან“ 222 მილიონ ევროდ. ამისდაკვალად, ის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა მსოფლიოში.
საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ნეიმარმა 16 მატჩში 14 ბურთი გაიტანა და 7 საგოლე პასით გამოირჩა.