ფეხბურთი

11:53 | 7.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლინეკერი: „კომპანის გოლი სეზონში საუკეთესოდ უნდა გამოცხადდეს“

ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ამჟამად კი საფეხბურთო ანალიტიკოსმა, გარი ლინეკერმა, პრემიერლიგის 37-ე ტურში „სიტის“ „ლესტერთან“ გამარჯვების შემდეგ (1:0), ერთადერთი გოლის ავტორი, ვენსან კომპანი შეაქო და თავის „ტვიტერში“ დაწერა: ეს სეზონის საუკეთსო გოლი იყოო.

„გარემოების და მნიშვნელობის გათვალისწინებით, კომპანის გოლი სეზონში საუკეთესოდ უნდა ჩაითვალოს. არაჩვეულებრივი მომენტი იყო ამ ექსტრაორდინალურ სეზონში.

ვერ ამიხსნია, როგორ აგრძელებენ გამარჯვებებს „სიტი“ და „ლივერპული.“ 37 მატჩის შემდეგ 94 ქულა დააგროვო და ლიდერი არ იყო? წარმოუდგენელი ამბავია.“ - წერს ლინეკერი.

ისე, კომპანის გოლი მართლაც შესანიშნავი იყო, საჯარიმოს გარედან პირდაპირ ცხრიანში ჩაუსვა ბურთი „ლესტერის“ მეკარე კასპერ შმაიხელს.

0.117712