ფეხბურთი

10:18 | 7.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

დე ლიგტმა „მანჩესტერში“ გადასვლაზე უარი თქვა

„აიაქსის“ კაპიტანმა, მატეის დე ლიგტმა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინადადება უარყო - გვამცნობს Daily Star. გამოცემის ინფორმაციით, მანკუნიანელები ჰოლანდიელს ხუთწლიან კონტრაქტს სთავაზობდნენ, კვირაში 250 ათასევროიანი ანაზღაურებით, მაგრამ ფეხბურთელი არ დათანხმდა.

„ის მსოფლიოს საუკეთესო მცველი გახდება და თავისუფალი არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეს. ის „მანჩესტერში“ არ გადავა.“ - განაცხადა დე ლიგტის წარმომადგენელმა.

მანამდე ესპანურ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს დე ლიგტი „ბარსელონაში“ აპირებდა გადასვლას, მაგრამ მისი აგენტი, მინო რაიოლა სხვა, ფინანსურად უფრო მომგებიანი წინადადებებითაა დაინტერესებული.

0.13312