შოტლანდიის პრემიერლიგის ბოლო ტურში „რეინჯერსმა“ „ჰიბერნიანს“ უმასპინძლა და ჯერმეინ დეფოს კინკილა გოლით დაამარცხა.
ამაზე უფრო საინტერესო იყო გლაზგოელთა კარის დარაჯის, ალან მაკგრეგორის გაძევება. გამოცდილი კიპერი 89-ე წუთზე პირდაპირ წითელი ბარათით მიაბრძანეს მოედნიდან. რატომ მიიღო წითელი ბარათი? - ბურთის თამაშში შეყვანისთვის!
დიახ, მაკგრეგორმა ბურთი მოედნის ცენტრისკენ გაგზავნა, მაგრამ მისდა ბედად, ფეხი ცუდად მოიქნია იქვე მდგარი მეტოქისკენ და ეს საკმარისი გამოდგა, რომ მსაჯს უმკაცრესი განაჩენი გამოეტანა.